“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო” – შოთა არველაძე “უცხოური აგენტების შესახებ” კანონზე

“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო” – “უცხოური აგენტების შესახებ” კანონზე
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო.
ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენს მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს”, – წერს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი
და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

“პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები” – ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა