არ არსებობს ზუსტი ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანს, რომელიც ცოცხლობს სხვისი ტანჯვით და სიამოვნებას იღებს ტრაგედიებისა და კატასტროფებისგან. სახარებაში მსგავსი ადამიანების ერთობლიობას – “ლეგიონი”, ხოლო პოლიტიკაში – “ნაცები” ეწოდება

არ არსებობს ზუსტი ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანს, რომელიც ცოცხლობს სხვისი ტანჯვით და სიამოვნებას იღებს ტრაგედიებისა და კატასტროფებისგან. სახარებაში მსგავსი ადამიანების ერთობლიობას – “ლეგიონი”, ხოლო პოლიტიკაში – “ნაცები” ეწოდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რადიკალური ოპოზიციის მიერ სტიქიასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმიანება. მისი თქმით, რადიკალების მიერ სხვისი ტრაგედიით საზრდოობა არახალი მოვლენაა და ფსიქიატრიაში ამის შესაფერისი ზუსტი ტერმინი არ არსებობს.
„თუ ადამიანი სისტემატურად განიცდის სიამოვნებას სხვისი ტრაგედიებით და ტანჯვით, ეს შესაძლოა იყოს ღრმა ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემების ნიშანი“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ასეთ ადამიანს პოლიტიკაში – ნაცს უწოდებენ.
„ამ დღეებში ვარჩიე დუმილი და დაკვირვება:
1) როგორ უმკლავდება ხელისუფლება სეზონურ ბუნებრივ სტიქიას,
2) როგორ გულშემატკივრობს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სტიქიის ეპიცენტრში მოხვედრილ მოსახლეობას და
3) როგორი ტრადიციული არაადამიანური დამოკიდებულებით ელოდებიან ლეშიჭამიები ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიმე ადამიანურ ტრაგედიაზე. ეს ხომ არახალი მოვლენაა, “დატესტილი” მზიურის პარკში დატრიალებულ უბედურებაზე, შოვის ტრაგედიასა თუ ტყის ხანძრების დროს. ხანდახან უნებლიედ უწევთ პირდაპირ ეთერში საკუთარი ფეიკ-“სიხარულის” ჩანაცვლება სიმართლით, როდესაც ჭირისუფლისგან იგებენ, რომ სტიქიის ზონაში 107 წლის ბებიის სიცოცხლე არა ხელისუფლების “უყურადღებობამ”, არამედ ღრმა მოხუცებულობით გამოწვეულმა მდგომარეობამ “იმსხვერპლა”. ფსიქიატრიაში არ არსებობს ზუსტი ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანს, რომელიც ცოცხლობს სხვისი ტანჯვით და სიამოვნებას იღებს ტრაგედიებისა და კატასტროფებისგან. თუმცა, არსებობს რამდენიმე ცნება, რომლებიც შესაძლოა ნაწილობრივ ასახავდეს მსგავს ქცევას:
სადიზმი (სადისტური პიროვნება) – პათოლოგიური მიდრეკილება სხვებისთვის ტკივილის, ტანჯვისა და დამცირების მიყენებისკენ. ფართო გაგებით, შეიძლება მოიცავდეს სიამოვნების მიღებას სხვისი ტანჯვისგან, თუნდაც ადამიანი უშუალოდ არ მონაწილეობდეს მის გამოწვევაში.
მიზანთროპია – ღრმა სიძულვილი ან ზიზღი ადამიანების მიმართ, რომელიც ზოგჯერ შეიძლება გამოიხატოს მათი უბედურებისგან სიამოვნების მიღებით.
“შადენფროიდე” (Schadenfreude) – გერმანული ტერმინი, რომელიც ნიშნავს სხვისი წარუმატებლობით ან ტანჯვით სიამოვნების მიღებას. ფსიქოლოგიაში განიხილება როგორც ქცევითი თავისებურება და არა როგორც ფსიქიკური აშლილობა.
ფსიქოპათია (ანტისოციალური პიროვნული აშლილობა) – ამ აშლილობის ერთ-ერთი გამოვლინებაა ემპათიის არარსებობა, მანიპულაციური ქცევა, ასევე სიამოვნების მიღება კონტროლით ან სხვების განადგურებით.
კატასტროფოფილია – არაოფიციალური ტერმინი, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება ფსიქოლოგიასა და ჟურნალისტიკაში იმ ადამიანების აღსაწერად, რომლებიც აღფრთოვანებასა და კმაყოფილებას განიცდიან სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და ტრაგედიების მიმართ.
თუ ადამიანი სისტემატურად განიცდის სიამოვნებას სხვისი ტრაგედიებით და ტანჯვით, ეს შესაძლოა იყოს ღრმა ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემების ნიშანი. სახარებაში მსგავსი ადამიანების ერთობლიობას – “ლეგიონი”, ხოლო პოლიტიკაში – “ნაცები” ეწოდება. მშვიდობა მოგვმადლოს უფალმა ყველა უბედურებასთან გამკლავების საქმეში,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია