არძინბას ბუნდოვანი დათხოვნის დეტალები – მინისტრის გარეშე დარჩენილი უწყება

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი
რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ს საგარეო საქმეთა [დე ფაქტო – რედ.] მინისტრის პოსტი დატოვა?
ინალ არძინბას [დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი] თანამდებობიდან უეცარმა წასვლამ ბევრი ჭორი და სპეკულაცია გამოიწვია. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ განკარგულების ხელმოწერიდან ერთი კვირის შემდეგ, ს საინფორმაციო სააგენტო “Sputnik-თან” აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას კომენტარი გამოჩნდა, სადაც ის ცდილობდა, მომხდარის ლოგიკა აეხსნა. როგორც შამბამ განაცხადა, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მხოლოდ დააკმაყოფილა ინალ არძინბას ნებაყოფლობითი სურვილი, გადადგეს მინისტრის პოსტიდან.
კრემლის ყოფილი თანამშრომელი და ში ძებნილი ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლის ბოლოდან იკავებდა. ინალ არძინბა ასევე იყო აქტიური მხარდამჭერი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ინიციირებული „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“ რუსული კანონის.
“ამ გადაწყვეტილების მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლა გახდა. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განცხადება მას შემდეგ დააკმაყოფილა, როდესაც არძინბა რუსეთში სამუშაო კონსულტაციებისთვის ჩავიდა,” – განცხადა სერგეი შამბამ.
თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, მისი წასვლის მიზეზი ჭეშმარიტი სამსახურიდან დათხოვნაა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროების ცნობით, ბჟანიამ არ მოიწონა ინალ არძინბას თვითშემოქმედება რუსეთის ფედერალურ არხზე, სადაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ექვსი გადაცემის შექმნაზე, სახელწოდებით “გლობალური უმრავლესობა”. ეს არის ინტერვიუების სერია სახელმწიფოების მეთაურებთან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. პირველი გადაცემა პირველ არხის ეთერში 25 აპრილს გავიდა. ეს იყო ინტერვიუ ბაშარ ალ-ასადთან.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ზეპირი განკარგულება გასცა, არ გაეშვათ არძინბა აფხაზეთს გარეთ. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არძინბა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იყო მიწვეული, არ დასტურდება. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წყაროებიდანვე ცნობილია, რომ სხვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შესახებ სასაუბროდ მისი დაბარების სურვილი ნამდვილად არსებობდა. ბევრი მის გამგზავრებას სწორედ ამას უკავშირებს.
გამოდის, რომ არძინბა არ დაემორჩილა პრეზიდენტის მოთხოვნას, არ დაეტოვებინა აფხაზეთი. ბჟანიამ, როგორც კი შეიტყო, რომ მისი დაჟინებული თხოვნის საწინააღმდეგოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მოსკოვში გაემგზავრა, მაშინვე მოაწერა ხელი განკარგულებას მისი დათხოვნის შესახებ. ჩანს, რომ დოკუმენტი ნაჩქარევად იქნა შედგენილი, დადგენილების ტექსტს აკლია სიტყვა “საქმეთა”. ცხადია, მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი ასლან ბჟანიასთან პირადი კონფლიქტი გახდა.
11 დღე გავიდა ინალ არძინბას თანამდებობიდან წასვლიდან, თუმცა, რა ახალ თანამდებობაზე გადავიდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამასობაში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრმა მუშაობა შეწყვიტა, რომელიც ინალ არძინბას ორგანიზებით და როგორც ამბობენ, მისი პირადი სახსრებით ფინანსდებოდა. ცენტრის თანამშრომლები საგარეო საქმეთა სამინისტროს საშტატო თანამშრომლებში არ ირიცხებოდნენ, ამიტომ მინისტრის წასვლის შემდეგ, მათი საქმიანობაც შეჩერდა.
აღსანიშნავია, რომ თითქმის, მაშინვე დაიწყო სიახლეები. 16 მაისს სოხუმში აფხაზეთის პრეზიდენტის ახალი საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ის მდებარეობდა “გუდოვ პლაზას” საოფისე ცენტრში, ბედის ირონიით იმავე ოთახში, სადაც ადრე მდებარეობდა აფხაზეთის სახალხო მოძრაობის საინფორმაციო ცენტრი ადგურ არძინბას მეთაურობით, მაგრამ ექვსი თვის წინ მან შეუწყვიტა დაფინანსება და ჟურნალისტები წამოვიდნენ. ახლა ამ ადგილას განთავსდნენ ინალ არძინბას ყოფილი დაქვემდებარებულები.
როგორც პოლიტიკური დამკვირვებელი ინალ ხაშიგი ამბობს, პრეზიდენტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აფხაზეთში ყველა შესაძლო საინფორმაციო პლატფორმას ითვისებს.
“პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მედიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სტრუქტურა გახსნა – პრესცენტრი, სადაც არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტროს “მედია-ბუდკის” თანამშრომლების იქ განთავსების შესაძლებლობა.
პრეზიდენტმა საკუთარი თავი ისეთი ბარიერ-პრესით მოიცვა, რომ ჩვენმა აფხაზურმა მედიებმა, რეალურმა მედიებმა და არა პროპაგანდისტულმა, თითქოს საბოლოოდ დაკარგეს ხელისუფლებაზე წვდომა,” – წერს ის თავის ტელეგრამის არხში.
ანონიმურმა ტელეგრამ არხმა “ამრა-ლაიფმა” გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ არძინბა საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მაგრამ ეს აშკარად ეხება 2030 წელს, რადგან ის არ არის შესაფერისი ასაკის 2025 წლის არჩევნებისთვის.
პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მოადგილე ირაკლი ტუჟბა დანიშნა. მაგრამ ოპოზიციურმა ჟურნალისტებმა, იზიდა ჭანიამ და ნიზფა არშბამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის ამჟამად შვებულებაშია. როგორც ისინი ტელეგრამის არხზე “ Абхазский портал-ზე” წერენ, ტუჟბა -ში ისვენებს. ასე რომ, ამ დროისთვის მთავარი საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი ფაქტობრივად ხელმძღვანელობის გარეშეა დარჩენილი, რაც არ წარმოაგენს დიდი პრობლემას, რადგან, როგორც სოხუმში ამბობენ, ინალ არძინბა ისედაც ცდილობდა სამინისტრო საგარეო საქმეების გარეშე დარჩენილიყო.

ასევე დაგაინტერესებთ