“არც ერთს და არც მეორეს უკვე არანაირი პერსპექტივა არ ექნება, მათ შორის, შეიძლება, ოპოზიციაში მოხვედრისაც კი” – გურამ მაჭარაშვილი ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“არც ერთს და არც მეორეს უკვე არანაირი პერსპექტივა არ ექნება, მათ შორის, შეიძლება ოპოზიციაში მოხვედრისაც კი,” – ეს განცხადებამა “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით გააკეთა.
“მოულოდნელად ჩამოკრა ხაბეიშვილისთვის უბედურების ზარმა და აცნობეს ამერიკაში, რომ მისი პარტია დაინგრა, მაგრამ, სამწუხაროდ, მელიამ გუშინვე დაუანონსა ხაბეიშვილს, რომ ამ ნანგრევებიდან ის შექმნის ახალ “ნაციონალურ მოძრაობას” რომელიც იქნება მომავლის და დღევანდელი, თქვა, რომ არის წარსული.
დადგა ის დრო სანეტარო, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აუცილებლად დაინგრევა “ნაციონალური მოძრაობა”. ახლა საუბარია იმაზე მელიას შექმნილი ახალი “ნაციონალური მოძრაობა” რა პერსპექტივით იქნება 2024 წლის არჩევნებზე და “ნაცმოძრაობის” ძველები რა პერსპექტივით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. არცერთს და არც მეორეს უკვე არანაირი პერსპექტივა არ ექნება, მათ შორის, შეიძლება, ოპოზიციაში მოხვედრისაც კი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს