“არც ერთი წამი არ დამავიწყდება, ბედნიერების და აღფრთოვანების” – რას აწერს ანა სანაია

13 მარტი და გიორგი კეკელიძე. ვერასდროს ვიფიქრებდით ვერც მე და ვერც გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze, რომ ოდესღაც ოზურგეთის თეატრში – სადაც წვიმდა პირდაპირ სცენაზე – ერთმანეთს გავიცნობდით ბრეხტიანულად და მერე, წლების მერე, სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სწორედ მისი დახმარებით და ხელშეწყობით – აღდგებოდა იდიშური დასი. არც ერთი წამი არ დამავიწყდება. ბედნიერების და აღფრთოვანების. ჩემი გულის მეგობარია. ჩემი აზრების და იდეების მეგობარი და იდიშური კულტურის მეგობარი. არავის არ უყვარს წიგნი ასე. არავის გაუხდია წიგნის კითხვა ასეთი ტრენდული! ყველგან გახსნა ბიბლიოთეკა, ჩიტის ბუდეშიც კი. არ ვიცი, რა ძალა ამოძრავებდა, მაგრამ იშვიათი ნიჭის პატრონია და ძალიან, ძალიან კარგი მეგობარი.
ჰო, საერთო ფოტო არ გვაქვა, მაგრამ გვაქვს საერთო ჩათი (რომელშიც ცოდვა-ბრალი ტრიალებს) და გვაქვს საერთო საქმის ფოტოები. უნიკალური და საყვარელი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში