„არც დე-იურე, არც დე-ფაქტო“ – ზელენსკი დონბასის ს ნაწილად აღიარებაზე

უკრაინის მიერ ს მოთხოვნის შესრულება და მისთვის დონბასის დათმობა ის ძირითადი საკითხია, რომელზეც კონსენსუსი არ არის.
უკრაინის პრეზიდენტმა მ, რომელმაც 14-15 დეკემბერს ბერლინში მოლაპარაკება გამართა -ის პრეზიდენტ ს წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან, ბერლინიდან გამგზავრების შემდეგ თვითმფრინავში უპასუხა უკრაინული მედიასაშუალებების შეკითხვებს. მათი ნაწილი ეხებოდა უკრაინის მიერ დონბასის დათმობის შესაძლებლობას, რასაც რუსეთი მოითხოვს და შეერთებული შტატების „სამშვიდობო გეგმის“ ნაწილიცაა.
„არც დე-იურე, არც დე-ფაქტო ჩვენ დონბასს რუსულად არ ვაღიარებთ. იმ ნაწილს, რომელიც დროებით ოკუპირებულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი ინფორმაციით, მიუხედავად ამისა ტერიტორიების საკითხზე საუბარი გრძელდება, ის ერთ-ერთი ძირითადია და კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსებს დონბასი სურთ და მათი პოზიცია არ შეცვლილა, უკრაინის პოზიცია პრაქტიკული, რეალური და სამართლიანია და დონბასის მიცემას არ აპირებენ, ამერიკელებს კი სურთ კომპრომისი მოძებნონ და მათი წინადადებაა თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ზონა არ ნიშნავს, რომ მას რუსეთმა უნდა უხელმძღვანელოს.
ბერლინში უკრაინის პრეზიდენტისა და -ის პრეზიდენტის წარმომადგენლების ორდღიანი მოლაპარაკებისას ამერიკულმა მხარემ განაცხადა თანხმობა ს მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არსებითად იქნება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (ნატოს კოლექტიური თავდაცვა) მსგავსი.
შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებას გააგრძელებენ. პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები კონსულტაციებს გააგრძელებენ რუსეთის წარმომადგენლებთანაც.
15 დეკემბერს, საღამოს ბერლინში გაიმართა სამიტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის წარმომადგენლები, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ათამდე სახელმწიფოს ლიდერები და ევროკომისიისა და ნატოს ხელმძღვანელები.
შეხვედრის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა გამოაქვეყნეს უკრაინის მხარდამჭერი განცხადება. ისინი მიესალმნენ აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას და დაადასტურეს ერთობლივად მუშაობის ვალდებულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და ეკონომიკური აღდგენა.
განცხადება მოიცავს წინადადებას, ევროპის ხელმძღვანელობით და აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნას მრავალეროვანი ძალები, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღორძინებას და უკრაინის ცის და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის უშუალოდ ში ოპერაციების ჩატარების გზით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ