არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ
არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას! – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, გამბედაობა სჭირდება ინგლისურ ენაზე ოკუპაციაზე საუბარს ს და მისი ვასალი ქვეყნების ლიდერების გარემოცვაში და ამ სიტყვების შემდეგ, “ოცნებას” და სამთავრობო გუნდს “ვიგინდარა გამარგინალებული აგენტები პრორუს პარტიას რომ უწოდებენ”, სირცხვილია.
“არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვის გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას! ვციტირებ: “… ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რიალობასთან ერთად საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად არამედ ეგსისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს…” (საუბრობს ინგლისურ ენაზე) – ინგლისურ ენაზე ისაუბრო ოკუპაციაზე ს და მისი ვასალი ქვეყნების ლიდერების გარემოცვაში, ამას გამბედაობა უნდა მეგობრებო და მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამ სიტყვების შემდეგ “ოცნებას” და სამთავრობო გუნდს ვიღაც ვიგინდარა გამარგინალებული აგენტები პრორუს პარტიას უწოდებენ! – ღირსებით !” – წერს სადღობელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

გია აბაშიძე პრემიერის თურქმენეთში ვიზიტზე: ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის