არცერთი ჩვენი რეგულაცია და, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არცერთ კონკრეტულ სახელსა და გვარს – ნათია თურნავა

ჩვენი ნებისმიერი რეგულაცია მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა დაცული იყოს და ეფექტურად მოხდეს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება საბაკო სისტემის მხრიდან. ამიტომ, ნუ ეცდებით კონკრეტული სახელისა და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ, დღესდღეობით, საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„კონკრეტულ სახელებსა და გვარებს იმიტომ არ ვახსენებ, რომ არცერთი ჩვენი რეგულაცია და, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არცერთ კონკრეტულ სახელსა და გვარს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, არარეზიდენტებთან დაკავშირებით, სანქციების აღსრულების წესი არის საჯარო და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს.
„კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ საერთაშორისო ვალდებულებებს. საბანკო სისტემა ერთგულია სანქციების დაცვის პრინციპისადმი. ჩვენ სანქციების არიდებას ჩვენს სივრცეში არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში