„არცერთი ღირსეული სპეცრაზმელი ამ ტიპებს კოლეგებად არ აღიარებს. ეს არის ბანდა“ – გივი თარგამაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ზუსტად უნდა ვიცოდეთ – ეს არ არის სპეცრაზმი. არცერთი ღირსეული სპეცრაზმელი ამ ტიპებს კოლეგებად არ აღიარებს. ეს არის ბანდა. მეთაურად ყავთ ეს ყველაფერზე ხელის მომწერი ყაჩაღი, ხარება. ეხლა კი დგას იქ პაპაშად, გაჯგიმული, მაგრამ გარდაუვლად ყოფის დღე ეტირება, ანტარქტიდაშიც ვერ დაიმალება, ყველაფერზე აგებს პასუხს, აი სულ სულ ყველაფერზე“