არცერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა

არცერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა
„ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც სახელისუფლებო რგოლის მიერ პარლამენტში დაიწყება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა, ქუჩაში დაიწყება პროცესები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, ქუჩის პროცესები ხელისუფლების გადატრიალების მიზნით, რადიკალური ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ტელეკომპანიებისა და მედიასაშუალებების მხრიდან იგეგმება.
„თითოეულ გრანტს აქვს თავისი მიზნობრიობა და არცერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა.
მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „მთავარმა არხმა“ კარგად იცის, როგორ და რა მიმართულებით გახარჯოს მის მიერ მიღებული დიდი ოდენობის გრანტი. ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც სახელისუფლებო რგოლის მიერ დაიწყება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის“ პროექტის განხილვა, დაიწყება ქუჩის პროცესები, ხელისუფლების გადატრიალების მიზნით, რასაც სათავეში ჩაუდგება რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, პარტიული ტელევიზიები.
რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა ზუსტად იციან, რომ 2024 წლის არჩევნებამდე უკვე წაგებული აქვთ. ისინი ეცდებიან ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ ლგბტ პროპაგანდის ან ვეტინგის საკითხები და ქუჩაში გამოიყვანონ, კარგად მომზადებული, გამოცდილი ახალგაზრდები ისე, როგორც გამოიყვანეს მაშინ, როცა „ხალხის ძალას“ „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მიღება სურდა.
მოვუწოდებ მოსახლეობას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად სწორად გაერკვნენ საკითხის არსი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი