არჩილ თალაკვაძე – წარმოიდგინეთ, რა რეაქცია მოჰყვებოდა, გერმანიის მიერ გასამართლებული პირი საქართველოში, ოფიციალურ შეხვედრებზე რომ ყოფილიყო – ზუსტად იგივე რეაქცია გვქონდა ჩვენც! – დაშვებული იყო შეცდომა და სჯობს, ამას სახელი დროულად დაერქვას

წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი გაუგებრობა იქნებოდა და რა რეაქცია მოჰყვებოდა, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის, მაგალითად გერმანიის მიერ გასამართლებული და ძებნილი პირი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებზე რომ ყოფილიყო – ზუსტად იგივე რეაქცია გვქონდა ჩვენც! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
თალაკვაძემ საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას “მიუღებელი“ და “დაუშვებელი“ უწოდა.
თალაკვაძის თქმით, მეგობრობა ორმხრივია, ხოლო სამართლისა და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ომში მყოფ ს, რომელსაც მძიმე გამოწვევები აქვს, საერთაშორისო არენაზე ისეთი ადამიანები წარმოადგენენ, როგორიცაა მსჯავრდებული და ზურაბ ადეიშვილი – ადამიანი, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულებზე არის ბრალდებული და მსჯავრდებული. რა უნდა მოუტანონ კარგი უკრაინას, როდესაც საკუთარ ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანეს – ეს ნამდვილად გაუგებარია.
მეგობრობა ორმხრივია, ხოლო სამართლისა და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი. არ შეიძლება, ის, რაც მიუღებელი იქნებოდა საქართველოს შემთხვევაში, მისაღები იყოს სხვა, მეგობარი ქვეყნის შემთხვევაში. ადეიშვილი არის ძებნილი და გასამართლებული სამართლიანი სასამართლოს მიერ და ევროკავშირის სივრცეში მისი ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩენა დაუშვებელია.
დაშვებული იყო შეცდომა და სჯობს, ამას სახელი დროულად დაერქვას და ითქვას, რომ ასეთი რამ მომავალში არ განმეორდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კონგრესმენები კობახიძეს – მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი – წინააღმდეგ შემთხვევაში, შევუერთდებით კოლეგებს და წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე

შალვა პაპუაშვილი – ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ – ბურთი დასავლელი კოლეგების მხარესაა – იმის თქმა, რომ მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, სწორი არაა