არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას – თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში

თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ – სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.
მისი თქმით, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რადიკალური ოპოზიცია დიდგულზე ტელეკამერების წინ არის, სინამდვილეში კი სხდომებს ვერ ესწრებიან.
“თუ რამის თავი აქვთ და მართლა შეუძლიათ პრემიერ-მინისტრთან დებატებში ჩართვა, მოვიდნენ პარლამენტში და აჩვენონ ხალხს, რა შეუძლიათ. ერთი, რა კითხვებს დასვამენ და რა პასუხებს გასცემენ დებატებში. მაგრამ, პოლიტიკური ანგარიში რასაც აჩვენებს, აქამდე, ბატონი ირაკლი ყოველთვის გამარჯვებული იყო ამ რადიკალებთან, საპარლამენტო დებატებში. ალბათ, მაგიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრონ სხდომებს. მაინც, სხდომის წინ, რამდენიმე საათით ადრე, ჩვენ მოვუწოდებთ, თუ რამის თავი გაქვთ, მართლა დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ. სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული,” – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი მთავრობის მუშაობის ანგარიშით, პარლამენტის წინაშე, ხვალ წარდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს