არჩილ თალაკვაძე მელია-გვარამიას პარტიაზე – არაფერი ახალი, სინამდვილეში ეს არის ძველი “ნაციონალური მოძრაობის” დესანტი პოლიტიკაში

არაფერი ახალი, სინამდვილეში ეს არის ძველი “ნაციონალური მოძრაობის” დესანტი პოლიტიკაში – ჰყავთ ძველი ადამიანები ძველი ბიოგრაფიით და ძველი ღირებულებებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სა და მ გაერთიანების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი საზოგადოების დაბნევის მცდელობაა.
“ჩვენ წინა თვეებში ვამბობდით, რომ იქნება მცდელობა, საზოგადოება დააბნიონ ახალი “ნაციონალური მოძრაობის” ჩამოყალიბებით, სინამდვილეში, ეს არის ისევ იგივე ხალხი, ისევ იგივე პოლიტიკური ბიოგრაფიებით. ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, როგორი მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს და თუ როდისმე ხელისუფლებაში იქნება დაშვებული, როგორ გამოიყენებენ ძალაუფლებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ გაერთიანებას, რაც არ უნდა ახალი სახელი დაირქვას, ადამიანური რესურსის პრობლემა აქვს.
“როდესაც ძველმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკაში კრახი განიცადა, 9 არჩევნები წააგო, მისი ლობისტები დარწმუნდნენ, რომ ამ პარტიით, ამ პლატფორმით და სათაურით რაიმე წარმატებაზე საუბარი ზედმეტია, დაიწყეს ახალი “ნაციონალური მოძრაობის”, ახალი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება. მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ – რაც არ უნდა ახალი სათაურები დაარქვან, აქვთ ადამიანური რესურსის პრობლემა, ჰყავთ ძველი ადამიანები ძველი ბიოგრაფიით და ძველი ღირებულებებით, რაც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ს წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას პარტია “ახალს” შეუერთდა. მისი თქმით, “ამ გაერთიანებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სასამართლო პროცესებზე დამცველი “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეურჩია”.