არჩილ თალაკვაძე – ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან სააკაშვილის შეწყალებას

ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან, შეწყალებას და მოწყალებას სთხოვენ იგივე ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერების კამპანიას.
თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ძალიან კარგად იციან, რომ ს შეწყალება იმ ადამიანისთვის იქნება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„რაც შეეხება შეწყალების საკითხს, აქ ჩანს თუ როგორი უთავმოყვარეოა ოპოზიცია. ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან, შეწყალებას და მოწყალებას სთხოვენ იგივე ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს. ეს მიუთითებს იმაზე თუ როგორი არათანმიმდევრული და უთავმოყვარეო ლიდერები ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას.
შეწყალების გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალა ბოლო 2 წლის განმავლობაში, ის აკრიტიკებს უკვე ხელისუფლებას, რეალურად იგივე დღის წესრიგის მხარდამჭერია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ატარებს. შესაბამისად, შეწყალების გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება შიდა კვლევებზე, რასაც ისინი ატარებენ და რის შესახებაც არ იცის საზოგადოებამ. როგორც კი საბოლოო დასკვნას გამოიტანენ რა სჯობს მათთვის, შეწყალება თუ ამისგან თავის შეკავება, შემდეგ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. სალომე ზურაბიშვილმაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იმ ადამიანისთვის იქნება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ მიდის კამპანია, რომ როგორმე საზოგადოების ყური შეაჩვიონ ამ სცენარს და ამაზე საუბრობენ როგორც შიგნით, ასევე გარე სპიკერები. როგორც ჩანს, ახლა ამისთვის შეაწუხეს ათიათასობით ადამიანი ხელმოწერებისთვის. როგორც ამბობენ, ალბათ ეს ხელმოწერებიც მიუთითებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა და რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია, იმიტომ, რომ ისინი ამბობდნენ, ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ არჩევნებში და ვხედავთ, რომ ახლა წარმოადგინეს, რა თქმა უნდა ეს გადამოწმებული არ არის, 150 000 ხელმოწერა.
ხელმოწერებით ვერავინ აუვლის მართლმსაჯულებას გვერდს და ვერავინ აიძულებს ვერც სასამართლოს და სახელმწიფოს შეცვალოს სამართლიანი გადაწყვეტილება”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო. მსვლელობა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციასთან დასრულდა. “ნაციონალური მოძრაობამ” პრეზიდენტს ოფიციალურად გადასცა ხელმოწერები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – ქართველი ხალხის მთელს მსოფლიოს ესმის, მაგრამ ივანიშვილს არ უნდა, ხალხის ხმა გაიგონოს – უნდათ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ მოაქციონ, რაც არ გამოუვათ!