არჩილ გორდულაძე: ძალიან კომიკურ მდგომარეობაშია. ერთი ჩვეულებრივი „ნაცია“

სალომე ზურაბიშვილი ძალიან კომიკურ მდგომარეობაშია. ერთი ჩვეულებრივი „ნაცია“ და „ნაცურ“ განცხადებებს აკეთებს, – ამის  შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ქალბატონი ძალიან კომიკურ მდგომარეობაშია, ამ ბოლო დროს ალოგიკურ განცხადებებს აკეთებს. მესიჯებიც, სავარაუდოდ, გვიან მისდის და იძულებულია, თავად მოიფიქროს, შავ დღეშია. ერთი ჩვეულებრივი „ნაცია“ და „ნაცურ“ განცხადებებს აკეთებს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ოპოზიციას მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ „ოპოზიციას რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ“.

„ამჟამად ორ პარტიას აქვს დავალება, როგორმე უნდა გათეთრდნენ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. სხვა ორმა „ნაცმა“ პარტიამ უნდა მოახერხოს და „ლელო-ნაცები“ და „გახარიები-ნაცები“ როგორმე საზოგადოების თვალში მოაშორონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს, რაც არ გამოუვათ. არ არსებობს ქვეყნად იმდენი წვიმა, რომ ეს ყორნები ჩამოირეცხონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?