არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას

არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას
ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას, – იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრისას.
დეპუტატი გამოეხმაურა ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით ელჩის კრიტიკას.
„საუბარი არის თუ არა გამჭვირვალობის კანონზე, იმ კანონზე, რომელსაც ახლა იღებენ და ამკაცრებენ ევროკავშირში? არის თუ არა საუბარი ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე და ხომ არ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას? ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები ელჩად წოდებული ფიშერისა, რა თქმა უნდა არის დეზინფორმაციული და ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობაა. ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, – აცხადებს გორდულაძე.
ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ამ კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო