არჩილ გორდულაძე – აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! არ დაგვავიწყდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო!

ე, მანდ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლები არ შემოერღვეთ – აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! არ დაგვავიწყდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო! – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი მუქარა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვით, ს გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
„თუ ვინმე მოიპარავს, იქნება ქურდი, პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს და ქურდობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. იგივეა სხეულის განზრახ დაზიანებაზე, ადამიანის მკვლელობაზე და ასე შემდეგ. კარგად წაიკითხონ კანონი, რომელსაც „სისხლის სამართლის კოდექსი“ ჰქვია.
ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და არ არსებობს არავითარი ინდულგენცია – არავის დაავიწყდეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტებს, პრემიერებს დანაშაული აქვთ ჩადენილი დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ ერთპარასკევდარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ექვსი წლის განმავლობაში კანონის შესაბამისად იმოქმედოს“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას თქვა, რომ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია „ფანჩატურად აქცია“ და რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის შეიძლება ციხეში მოხვდეს. მისივე განცხადებით, თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში გამაგრდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
„72 წლის ქალის ციხეში გაშვება, შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის ყველა იმ ადამიანს გაწირავს, ვინც მასთან ერთად იქნება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას – გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი – ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ სალომე ზურაბიშვილს და პარტიებს გააცნო ხედვები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით – როგორ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება

ეკა გიგაური – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პინასწარ პატიმრობაში არიან