არჩილ გამზარდია: ყველა დიქტატორს უფრო ბევრი ადამიანი გამოჰყავდა იძულებით, მათ შორის, წინა ხელისუფლებასაც, მაგრამ ნათქვამია…

“ახალგაზრდები, რომლებიც ეს დღეები თავად ქმნიან მოძრაობას, განსაკუთრებულ მორალურ და გნებავთ სულიერ ფასეულობებს იცავენ, ერთი ათად აღემატებიან ინტელექტით მთელ სახელისუფლები ვერტიკალს თავიანთივე ძალადობრივად იძულებული მხარდამჭერებით.
ეს ახალგაზრდები ლაპარაკობენ მომავალზე ქართული წარსულის საუკეთესო ტრადიციებით – ილიათი, ვაჟათი… ხელისუფლება კი უპირისპირდება მათ ღვარძლით, სიძულვილით, ძალადობით.
ყველა დიქტატორს უფრო ბევრი ადამიანი გამოჰყავდა იძულებით, მათ შორის, წინა ხელისუფლებასაც, მაგრამ ნათქვამია, დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი.
არ შეჩერდეთ ახალგაზრდებო, კიდევ უფრო განვითარდით, განმტკიცდით და თქვენი ნაპერწკალი სიკეთის და ქვეყნის უკეთესი მომავლის ცეცხლად დაგენთოთ, ვერავინ გაჯობებთ, რაც გინდა გლანძღონ, რაც გინდა გდევნონ, რაც გინდა რიცხვობრივი უპირატესობა მოიპოვონ დროებით, თქვენ უკვე სჯაბნით, რადგან თქვენი გული იმ ნაპერწკლებითაა სავსე, რომლებიც ამათ აუცილებლად მოერევა”, – წერს სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ