“რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებაში რამდენი მილიონია გადახდილი ბიუჯეტიდან ანუ თითოეულ ჩვენგანის ჯიბიდან, აინტერესებს ვინმეს?
ან ე.წ. კომპენსაციებიც რომ ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება, რატომ გვაწერს სახელმწიფო და გვაყაჩაღებს მუდამ?” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.
ცნობისათვის, საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც მთავრობის სხდომაზე შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის საკითხზე განკარგულება მიიღეს.
შეხვედრის შემდეგ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა კლინიკის თანამშრომელთა უმეტეს ნაწილთან გაიმართა.