“ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი, ვინც საპატრიარქოს კრიტიკისას არ გადადის ხოლმე კომპეტენციისა და ეთიკის საზღვრებს, ბექა მინდიაშვილია.
მასთან დებატებშიც ვყოფილვარ, საერთო პოზიციებშიც, დებატებშიც ის იშვიათი ადამიანია, ვისაც კამათის დროსაც გულდასმით ვუსმენდი ხოლმე.
თუ ვინმესთვის მისი პოზიციები მიუღებელია, ედაოს ცოდნასა და თეზისებში, თუმცა, რადგანაც სახელისუფლებო და საპატრიარქო მესვეურებს ცოდნაც ნაკლები აქვთ, კეთილსინდისიერებაც და სიმართლეც, ამიტომ მას ვერც თეზისებში შეედავებიან, ვერც ძირითად კონცეპტებში, ამიტომაც ურჩევნიათ თავს დაესხან და დევნონ.
ყოველთვის საკუთარ თავსაც არ ეთანხმება ადამიანი და ცხადია, არც მას შეიძლება ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რასაც ეს ადამიანი ცდილობს და მეორე, როგორც მას ოპონენტები პასუხობენ.
Beka Mindiashvili ჩემი მხარდაჭერა შენ, როგორც ზოგჯერ შენი ოპონენტისა. ასეთ დროს, გამშავებლები შავდებიან თავად,” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.
ცნობისათვის – “ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია. ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.