ს შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო/ოდირის დასკვნასა და ოპოზიციის ლიდერების ამ დასკვნის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ადრე თუ ოპოზიციას ეუთო/ოდირის დასკვნა არაფრად მიაჩნდა, ახლა გადამწყვეტ მნიშვნელობასაც კი ანიჭებს.
„ჩვენ გვახსოვს საპარლამენტო ს შემდეგ რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ლიდერები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, არანაირი ფასი არ ჰქონდა და ამ მისიის ხელმძღვანელებს ბულინგით და სიძულვილის ენითაც კი ამკობდნენ. ახლა ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც არის თვითმმართველობის არჩევნებზე.
როდესაც ეუთო/ოდირის ანგარიშმა, თუნდაც, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩაწერა, რომ ეს არჩევნები იყო საუკეთესოდ ორგანიზებული და ასევე ხელისუფლებად მოიხსენია „ქართული ოცნება“, ეს ყველაფერი მიუღებელი გახდა რადიკალური ოპოზიციისთვის. სწორედ ამიტომ, რომ მათთვის მოსაწონი ტექსტები არ ეწერა ამ ანგარიშში, დაიწყეს მისი ლანძღვა, ის ყველაფერი გვახსოვს. პირდაპირი ეთერიდანაც კი გაიყვანეს მაშინ, როდესაც ამ პირების მხრიდან ანგარიში კეთდებოდა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით