„არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ამომრჩევლების ნებას“ – ISFED

სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED] აცხადებს, რომ „არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ამომრჩევლების ნებას“.
დღეს, 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაცია ამბობს, რომ მათი „პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე“.
ISFED-ის შეფასებით, „წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა“.
ამასთან ერთად, ISFED აქვეყნებს იმ არაერთი დარღვევის სიას, რომელიც მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.
ორგანიზაციის სრული განცხადება და დარღვევების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შვედეთის პრემიერისგან წერილი მიიღო, სადაც „დიდი წუხილია გამოთქმული იმის გამო, რა მდგომარეობაც საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხითაა“ შექმნილი

პრემიერი – თბილისის მშრალი პორტი – რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების ზრდაში