ს შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები

არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები
„პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარდა , რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის და საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, კონსტიტუციის ფარგლებში დარჩნენ და პატივი სცენ ერთმანეთის არჩევანს.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.
„1. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის.
2. მიუხედავად ქვეყნის გარედან და შიგნიდან წინასწარ გამოთქმული ძალიან არაკორექტული ვარაუდებისა, საქართველომ აჩვენა, რომ აქვს მყარი საარჩევნო სისტემა, რომელიც გაყალბებას არ ექვემდებარება.
3. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ და სამართლიან გარემოში.
4. პარლამენტის შედეგები გამოაცხადა საქართველოს მ, ერთადერთმა ორგანომ ვისაც ამისი უფლება აქვს.
5. არჩევნების შედეგები სავალდებულო ფაქტად უნდა მიიღოს ყველამ როგორც შიგნით, ისე – გარეთ, ვინც საქართველოს კონსტიტუციას ცნობს და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.
6. ვინც ამ შედეგებს არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში და მხოლოდ სასამართლოში.
7. საქართველოს მოსახლეობამ, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, გამოხატა თავისი ნება და არჩევნების მეშვეობით პარლამენტში შეიყვანა ხუთი პოლიტიკური პარტია, რომლებიც, ასევე, კონსტიტუციიდან გამომდინარე არიან შექმნილები. ქვეყანა გადავიდა პროცედურული დემოკრატიის ფაზაში.
8. არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.
9. საქართველოში ჩატარდა არჩევნები და საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი ვართ, კონსტიტუციის ფარგლებში დავრჩეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას