არჩევნების თვეში სავალუტო რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ოფიციალური სარეზერვო აქტივები ერთ თვეში 627,5 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
აქედან, 640,5 მილიონით შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები, 24 მილიონით გაიზარდა საერთაშორისო რეზერვები ოქროში.
ასეთივე ნიშნულზე სავალუტო რეზერვები ბოლოს 2022 წლის მარტში იყო.
213 500 000 დოლარი ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის დასაჭერად გაყიდა. რეზერვების ცვლილებაზე გავლენა ასევე გავლენა აქვს Bmatch პლატფორმით განხორციელებულ გაყიდვებს და საგარეო ვალის ცვლილებას.
„ქართული ოცნების” ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო რეზერვებს, ვიდრე — პანდემიამ. მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება“, — აცხადებს დეპუტატი და დასძენს, რომ წელიწადზე ოდნავ მეტ პერიოდში რეზერვები 1,36 მილიარდი დოლარით შემცირდა, რითაც კრიტიკულ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა.
„ამ მოცულობის რეზერვები, საგარეო გადახდების მოცულობასთან შედარებით, BB რეიტინგის მქონე არცერთ ქვეყანას არა აქვს. მალე დღის წესრიგში ამ რეიტინგის გადახედვის საკითხიც დადგება“, — წერს გოცირიძე.
საარჩევნო კამპანიას უკავშირებს რეზერვების შემცირებას „ლელო“. თაზო დათუნაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უცხოურ ვალუტას ყიდის „ოცნების“ დავალებით და საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სხვადასხვა ფორმით მოსყიდვის მიზნით“.
„კოლოსალური რაოდენობის ფული იქნა დახარჯული მმართველი პარტიის მიერ, ქვეყანაში საარჩევნო პერიოდისთვის, რაც მოხმარდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, არჩევნებში ჩარევას და ტოტალურ გაყალბებას. მოსალოდნელია ჩვენი სუვერენული რეიტინგის კლება 2025 წელს, გამომდინარე სისტემური იზოლაციიდან; გარდაუვალია ინფლაცია, რადგან სწორედ ინფლაციის მყისიერი ეფექტის გადასაფარად იხარჯებოდა რეზერვები და ს შემდგომ მოსალოდნელია მკვეთრი ზრდა; დიდი ალბათობით, საერთაშორისო სანქციები დააზიანებს როგორც სახელმწიფოს რეპუტაციას, ასევე ყველა სწორი ინვესტიციის პერსპექტივას“, — განაცხადა დათუნაშვილმა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და უფრო დაბალია, ვიდრე ის BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებშია.
„ნეტგაზეთმა“ ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით, იზიარებს თუ Fitch-ის შეფასებას, რა გახდა ოქტომბერში სავალუტო რეზერვების რეკორდულად შემცირების მიზეზი (გარდა სავალუტო აუქციონზე გაყიდული 213 მლნ-ისა) და როგორ აპირებს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.