არჩევნების გაყალბებაზე სარჩელს სასამართლო ღამეც იხილავდა

20 საათზე მეტი ხანია გრძელდება ს გაყალბებასთან დაკავშირებული საქმის განხილვა სასამართლოში.
საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ღამეც გაგრძელდა – პროცესი 6 ნოემბერს, 14.00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საიას [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის] 12 საქმე 40-მდე ოლქის წინააღმდეგ და კოალიცია ,,ჩემი ხმის“ საქმეები. ჯერჯერობით უცნობია როდის დამთავრდება განხილვა და როდის გამოაცხადებს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას.
“პროცესის დაწყებისას, ვიშუამდგომლეთ, რომ საქმეები გამიჯნულიყო, რადგან ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება არ იყო გონივრული და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გამოიწვევდა”, – აცხადებს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელმაც მთელი ღამე სასამართლოში გაატარა. სასამართლომ ეს შუამდომლობა არ დააკმაყოფილა და პროცესის დაწყებიდან მეორე დღეს დილით ჯერ კიდევ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.
“ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს პროცესზე დაშვების შესაძლებლობა არ მიეცათ.
საიას სარჩელები, რომელსაც სააპელაციო სასამართლო იხილავს, ხმის ფარულობის დარღვევას ეხება – მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ხალხი აღშფოთდება უსამართლობის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ

კახა კალაძე – ცუდია, როცა ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესებია – თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უსამართლობა და ქართველი ხალხის დასჯა იქნება