არჩევნების გამო, ცხინვალი თბილისთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ე.წ. საზღვრებს დაკეტავს. ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს ცხინვალში,დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალან გაგლოევის თავმჯდომარეობით, რესპუბლიკის [დე ფაქტო] ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე მიიღეს.
“სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში “რაზდახანსა” და “პერევში” სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების ფუნქციონირების გამარტივებული წესით შეჩერების შესახებ”, – იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური.
საქართველოში საპარლამენტო 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?