პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“არჩევნების ბოიკოტირების მომხრეების პოზიციის მორალურ არგუმენტებს ვიზიარებ და პატივს ვცემ.
მაგრამ…
ცოტა ხნით პოლიტიკურ რაციოში გადავინაცვლოთ და განვიხილოთ ასეთი განვითარების თუნდაც ყველაზე ოპტიმისტური სცენარი – როდესაც ოთხივე პოლიტიკური პარტია ბოიკოტის რეჟიმშია.
ხელისუფლება მაინც ატარებს არჩევნებს რამდენიმე პარტიის (დღეს პულსი რომ არ ესინჯებათ) მონაწილეობით. კვლევებიდან ჩანს, რომ აქტივობა იქნება 40%-ს ზევით, რაც ადგილობრივი არჩევნებისთვის ნორმალურია. აცხადებს შედეგებს სავარაუდოდ 70-30-ზე.
დასავლეთი ისევ საუბრობს არადემოკრატიულობაზე, თუმცა საკუთრივ არჩევნების ტექნიკურ მხარესთან პრეტენზია ვერ ექნება. გაძლიერებული სასანქციო პრესინგის ფონზე კობახიძე დიფსთეიტს დამარცხებულად აცხადებს, საუბრობს გარკვეულ დათმობებზე (რადგან ეს საჭირო აღარ არის), მათ შორის ყაველაშვილი შეიწყალებს სინდისის პატიმრებს და ა.შ.
რას ვაკეთებთ ამის შემდეგ გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ “ჩამოვხსნით ნიღაბს რეჟიმს”?!
ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების შეცვლას?
P.S. ვკითხულიბ კომენტარებს და ისევ ვერ ვხედავ პასუხს კითხვაზე – როგორ?!…”
