არჩევნებისთვის მზადების პროცესი მიკერძოებული პირებისგან მორიგი თავდასხმის საბაბად იქცა –

არჩევნებისთვის მზადების პროცესი მიკერძოებული პირებისგან მორიგი თავდასხმის საბაბად იქცა –
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე დაიწყო და ამ დრომდე არაერთი აქტივობა განახორციელა, რომელიც არჩევნების პროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. “- ამის შესახებ განცხადებას ცესკო ავრცელებს.
“მათ შორის განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
პროექტი „ და ელექტრონული ტექნოლოგიები“, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში 7 ეტაპად განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 4 900-მდე მონაწილემ.
გაიმართა შეხვედრები ახალგაზრდებთან პროექტის „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებებამდე“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 400-მდე ახალგაზრდამ.
გაიმართა სამუშაო შეხვედრა საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 80-მდე პირმა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოსამზადებელი ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, ტრენერთა კორპუსის გადამზადების პროცესი. სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები კი შემდგომ ეტაპზე ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების ათასობით წევრს ჩაუტარებენ.
ბუნებრივია ყველა ზემოთჩამოთვლილი აქტივობის განხორციელება არის ცესკოს სამოქმედო გეგმის ნაწილი. თვეების მანძილზე ათეულობით ღონისძიების ჩატარებას და ათიათასობით ადამიანის გადამზადებას კი – თან ახლავს გარკვეულ ხარჯები. ეს, როგორც ჩანს, ზოგიერთი დაინტერესებული მხარისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი გახდა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი მონაცემების ტირაჟირება ხდება იმგვარად, თითქოს დანახარჯები რამდენიმე თვის მანძილზე ათობით ჩატარებულ ღონისძიებას და ათასობით ადამიანს კი არა, მოკლე პერიოდში დაუდგენელ საჭიროებებს მოხმარდა და ამ მხრივ, რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი. მაშინ, როცა ყველა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებასთან არის დაკავშირებული საჯაროა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ყველა ხარჯი არის მიზნობრივი და დასაბუთებული. ამ საკითხზე დაინტერესებული მხარეების კომენტარები კი ორგანიზაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ცენტრალური საარჩევნო კომისიას არ დატოვებს რეაგირების გარეშე პროცესის დაზიანების არც ერთ მცდელობას და საზოგადოებას მიაწვდის სიმართლეს ყველა საკითხზე, რომელიც მიკერძოებული პირების მიერ მანიპულაციურად იქნება ტირაჟირებული. “- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს