პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება მხოლოდ არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის სჭირდება, საბოტაჟია ქვეყნის მომავლის წინაზე და უზრდელობაა ხალხისა და პარტნიორების მიმართა და ამბობს:
ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე, ამ ძალიან დიდი შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება – პასუხია ერთი და მხოლოდ ერთი – არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ იცის რეალური ციფრები, იცის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა – მითია, არსებობს ქვეყნაში უმრავლესობა, რომელმაც იცის რა უნდა. ჩვენ უნდა გავდიეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაციაა ამისათვის საჭირო, არც პესიმიზმია საჭირო, არც დიდად არეულობა, საჭიროა მომზადება, ყველანი გავიდეთ რამოდენიმე პარტიით ერთი ევროპული დროშის ქვეშ არჩევნებზე. ერთი დროშით გასვლა არ ნიშნავს პარტიების გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს გამსხვილებას და საზოგადოების გაერთიანებაა. ამ დროშას დავიჭერ ბოლომდე, ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ევროპულმა საქართველომ გაიმარჯოვს. ვერაფერს იზამს ამ ხრიკებით ოცნება.