არჩევნებამდე ვრცელდებოდა ტყუილები და დეზინფორმაცია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ს მთავრობის მიერ – მარკეტა გრეგოროვა

არჩევნებამდე ვრცელდებოდა ტყუილები და დეზინფორმაცია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ს მთავრობის მიერ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში, ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებთან, სა და თინა ბოკუჩავასთან და ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მე აქ ვიმყოფები არა მხოლოდ როგორც საქართველოს მეგობარი, არამედ როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრიც და ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლებს, გვინახავს არაერთი მანიპულაცია და მანიპულაციის მეთოდი არჩევნებში. რა თქმა უნდა, თქვენ გინახავთ ეუთოსა და ევროკავშირის ანგარიშები და იცით, რომ ჩვენი აზრით, ეს არ ჩატარდა სამართლიანად. ჩვენ ასევე ვნახეთ, რა ხდებოდა არჩევნებამდე. ის ტყუილები, დეზინფორმაცია და ა.შ, რომელიც ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე რუსეთის მთავრობის მიერ, რათა მოატყუონ ქართველი მოქალაქეები. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოქალაქეები პროდასავლურად არიან განწყობილი, პროევროპულად. თუმცა, ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ევროკავშირისათვის ხმის მიცემა ავტომატურად ნიშნავს “გლობალური ომის პარტიისათვის” ხმის მიცემას. ჩვენთვის შეიძლება ეს ძალიან სულელურად ჟღერდეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ ამის და ეს ინფორმაცია ვრცელდება ამ ადამიანების მხრიდან. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი , რომელიც არის ერთ-ერთი პირველი ავტორი ამ შეთქმულების თეორიის”(მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა