არჩათვლილი გოლი – ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ქულები გაიყვეს

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში ნიდერლანდებისა და საფრანგეთის მატჩი 0:0 დასრულდა.
თამაში საინტერესოდ მიმდინარეობდა, ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტები ვერ გამოიყენეს, 69-ე წუთზე კი სიმონსმა მენიანს გაუტანა, მაგრამ დუმფრისზე თამაშგარე დაფიქსირდა და ნიდერლანდელებს გოლი არ ჩაუთვალეს.
საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპე ვერ დაეხმარა, რომელმაც ავსტრიასთან მატჩში ცხვირის ტრავმა მიიღო. ის განაცხადში იყო და ალბათ, მომავალ ტურში ითამაშებს.
ნიდერლანდებს და საფრანგეთს 4-4 ქულა აქვთ, ავსტრიას 3, ხოლო პოლონეთი უქულოდაა. პოლონეთი პირველი გუნდია, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.
ჯგუფში ბოლო ტური 25
ივნისს ჩატარდება: ნიდერლანდები ავსტრიას, საფრანგეთი კი პოლონეთს დაუპირისპირდება.
ნიდერლანდები – საფრანგეთი 0:0