არქტიკული აფეთქება შეერთებულ შტატებში – ქვეყნის დიდ ნაწილში ძლიერი ყინვა და დიდთოვლობაა

ამერიკის შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი არქტიკულმა აფეთქებამ მოიცვა. ჩრდილოეთის შტატებში, ტეხასსა და აიოვაში, ძლიერმა ყინვამ და დიდთოვლობამ, 10 ათასობით მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდა.
150 000 სახლი და კომერციული სივრცე მიჩიგანში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კრიტიკული მდგომარეობაა გზებზე. უხვი ნალექის გამო, გადაადგილება შეფერხებულია კოლორადოში.
-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქარიშხლის გამო გაუქმდა ფრენებიც. არქტიკული ქარიშხლების სერიამ სახიფათო მდგომარეობა შექმნა შტატების მთელ ტერიტორიაზე, არის მსხვერპლი. ორეგონის შტატში, ქარიშხლის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. ამინდის კიდევ უფრო გაუარესებაზე საუბრობენ სინოპტიკოსები, ყინვამ შესაძლოა -70 გრადუსს მიაღწიოს.
-ის ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
უამინდობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს დაემთხვა, რის გამოც ამომრჩევლის აქტივობა შემცირებულია. ოფიციალური უწყებების გაფრთხილების მიუხედავად, კანდიდატები მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. “თქვენ არ შეგიძლიათ სახლში დარჩენა, აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი, მაშინაც თუკი ავად ხართ, ხმა უნდა მისცეთ სასურველ კანდიდატს, თქვენი ქვეყნის მომავლისთვის”, – ამ სიტყვებით მიმართა ამომრჩეველს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
უამინდობის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეჩერებულია სწავლის პროცესი, გაუქმებულია ფრენები, გართულებულია გადაადგილება გზებზე. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ დროისთვის, ჯერ კიდევ არ აქვთ უსაფრთხოების გარანტიები.
ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ”, ისინი არასამთავრობოების მეშვეობით საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან – ეს გიგანტური თაღლითობაა – ილონ მასკი