არქიმანდრიტი ილია თოლორაია: გასაკვირი ის არის, რომ საქართველოში გმირობად იქცა ამის თქმა, რომ მტერია და ომი დაგვიწყო 200 წლის წინ, დღემდე, ამ წუთამდე გვებრძვის

“დღეს გასაკვირი ის არის, რომ საქართველოში გმირობად იქცა ამის თქმა, რომ მტერია და ომი დაგვიწყო 200 წლის წინ, დღემდე, ამ წუთამდე გვებრძვის და აგერ, მისი ჯარი სად დგას. მასზე რომ ვერ ამბობენ, მტერია და ეშმაკურად რაღაცებს ცდილობენ, გამოიყვანონ, თითქოს რუსეთი ჩვენი მტერი არ არის, ესეც ცალკე უბედურებაა.
მაგრამ საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს. ყოველთვის გვინდა ვიყოთ ანწუხელიძის მსგავსად ძლიერები, მტკიცენი, უნდა მივემსგავსოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ იმის ძალა, სიმტკიცე, სიჯიუტე და ვაჟკაცობა, რომ ქართული დროშისთვის ფეხი არ დაედგათ” – თქვა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ