არქიმანდრიტი ილია: ამ ხელისუფლებამ არც ნათლისღება იცის და არც შობა – საერთოდ არაფერი აკავშირებს ქრისტიანობასთან

“ამ ხელისუფლებამ არც ნათლისღება იცის და არც შობა – საერთოდ არაფერი აკავშირებს ქრისტიანობასთან. დილიდან, ასეთ თოვლში და ყინვაში, პატიმრების დედები ციხესთან იდგნენ და ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ. შეწყალება კი არა – წესით ბოდიში უნდა მოუხადონ სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, აღიარონ საკუთარი დანაშაული, რომ ტყუილად ჩასვეს ციხეში, გააღონ ციხის კარი და გამოუშვან ყველა. მაგრამ ამას არ აკეთებენ. იცით რატომ? იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი, დიქტატურა და სხვა არაფერი.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში.