“არსენალში” ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ტიტულების მოგება მსურს” – ვილიამ სალიბა

“არსენალის” ცენტრალურმა მცველმა, უილიამ სალიბამ პსვ-სთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ჭორები, რომ ფრანგის დამატება მადრიდის “რეალს” სურდა, სალიბამ განაცხადა, რომ “არსენალში” ბედნიერია და “მეთოფეებთან” ერთად ტიტულების მოგება უნდა.
“აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კარიერის გაგრძელება “არსენალში” მსურს. ახალი კონტრაქტი? სიჩქარე საჭირო არ არის, თუმცა აქ ძალიან ბედნიერი ვარ.
ტიტულების მოგება მსურს, რადგან როდესაც ასეთ კლუბში თამაშობ და უტიტულოდ მიდიხარ, შენს სახელს მალე ივიწყებენ. ვფიქრობ, დიდი ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოს ვართ.
პრემიერლიგაში “ლივერპულთან” ჩამორჩენა? უნდა ვაღიაროთ, რომ
ცხრილის სათავეში ყოფნა არ დაგვიმსახურებია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემპიონთა ლიგაზე ვიბრძვით, ამიტომ შანსი გვაქვს, რომ სეზონი წარმატებული გამოვიდეს”, – განაცხადა სალიბამ.
შეგახსენებთ, “არსენალისა” და პსვ-ს პირველი მატჩი “მეთოფეების” გამარჯვებით 7:1 დასრულდა. გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა დღეს, “ემირეითსზე”, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში