“არსენალს” მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ” – მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა პრეზიდენტმა ვალერი ფილატოვმა Sport Express-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მალხაზ ასათიანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “არსენალს” ასათიანის დამატება სურდა, თუმცა მისი მიზეზით ტრანსფერი არ შედგა.
“ვიცოდი, რომ არსენალს ასათიანის შეძენა სურდა, ეს ამბავი ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილმა პრეზიდენტმა ზურა ხინიკაძემ მითხრა.
ზურამ შემატყობინა, რომ ასათიანის დამატებით “არსენალი” იყო დაინტერესებული, მე კი საუბარი შევაწყვეტინე და ვუთხარი: “არაა საჭირო, უკეთესი იქნება მოვიცადოთ”.
იმ მომენტში ასათიანი დაცვის ცენტრში თამაშობდა და მისი დაკარგვა არ მსურდა. ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი როცა პრემიერლიგაში
სათამაშოდ არ გავუშვი. მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ”, – განაცხდა ფილატოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში