“არსენალის” მცველმა “ნაპოლიში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

“არსენალის” ცენტრალურმა მცველმა იაკუბ კივიორმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლიში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას TuttomercatoWeb-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “მეთოფეებს” პოლონელის გასხვისება არ სურთ, კივიორს კი მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, ამიტომ მხარეები მოლაპარაკებებს იჯარისა და შემდეგ შესაძლო გამოსყიდვის თაობაზე აწარმოებენ.
კივიორს სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს, “არსენალმა” პოლონელი მცველი 2021 წელს, “სპეციადან”, 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში