არსებული ინფორმაციით, ხობში, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონა სანადირო თოფიდან გასროლით დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა. გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულ-მკერდისა და თავის არეში აღენიშნება. გავრცელებული ცნობით, ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.
დაჭრილი არასრულწლოვანი ჯერ ს ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც პირველადი გადაუდებელი დახმარება გაეწია. მოგვიანებით კი, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.