არსებული ინფორმაციით, უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის, ლევან მაზმიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის, ლევან მაზმიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც მაზმიშვილის მამამ, მირიან მაზმიშვილმა განმარტა, პოლიციის თანამშრომლები მათ სახლში გვიან ღამით, ფანჯრებიდან შევიდნენ და სახლის ჩხრეკა დაიწყეს.
მისივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები იარაღის გამოჩენას სთხოვდნენ.
„02:30 საათზე გადმოძვრნენ ფანჯრებიდან, დაგვადგნენ იარაღებით და სახლის ჩხრეკა დაიწყეს. თქვენით გამოაჩინეთ იარაღიო, არ ვიცი, რა იარაღს ეძებდნენ. ჩვენ ერთი, კანონიერად გაფორმებული, სანადირო თოფი გვაქვს და ისიც წაიღეს.
მესმის, რომ [ჩხრეკის] ორდერი ჰქონდათ და სახლი გაჩხრიკეს, რა საფუძველი ჰქონდათ არ ვიცი. გაჩხრიკეს გავიგე, მაგრამ ეს ავეჯი რატომ დამილეწეს? ვარიანის პოლიციის უფროსი, ამ საწოლში ჩაწვება?
რას უკავშირდება ვერ ვიგებ. ჩემი შვილი რომ ში იყო, თუ მაგას უკავშირდება – კი ბატონო, ყველაფერი მესმის, მაგრამ ის ტერორისტი კი არ იყო. წავიდა, იბრძოლა და დაბრუნდა. რადგან ცოცხალი დაბრუნდა, ესე იგი ტერორისტია?
ჩემი შვილი 2008 წელს აქ იბრძოდა და სოხუმში, ომში ჩემთან ერთად იყო. მეც ომის ვეტერანი ვარ, რა დავაშავეთ, ქვეყანას ვემსახურებით“, – აღნიშნა მირიან მაზმიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.