არსებული ინფორმაციით, 23 ოქტომბრის აქციაზე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავებულთა სახელები და გვარები, რომელთა შორის არიან აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე, ასევე, იურისტ გიორგი მშვენიერაძის შვილი, დავით მშვენიერაძე, „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თენგო კირთაძე.




