არსებული ინფორმაციით, ნაცემია სოფო ჯაფარიძეც, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ კლინიკასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლალი ჯანაშიამ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, სოფო ჯაფარიძეს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“საშინელი ტკივილები აქვს, გამეტებით ურტყამდნენ, ახერხებდა, რომ სახე და თავი დაეფარა. გამოკვლევები ჩაუტარდება, რომ ნეკნების მოტეხილობა აქვს თუ არა, დადგინდეს”, -აცხადებს ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება