არსებული ინფორმაციით, აქციების მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას, მისი და ნინი ქემაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს აქციაზე “ქართული ოცნების” დროშის დაწვა.
ნინი ქემაშვილი აცხადებს, რომ მისი ძმა სახლთან დააკავეს, რაც სავარაუდოდ, მომხდარს უკავშირდება.
“თურმე რის გამო დაუკავებიათ.. რუსთაველიდან ვარკეთილამდე გამოყვნენ.სავარაუდოდ, მეტროთი წამოვიდოდა ჩემი ძმა, რადგან აქ ჰყავდა მანქანა გაჩერებული. მეტროში აედევნენ და იცოდნენ, სად მოდიოდა.. 35 ადამიანი 1 კაცის დასაჭერად გამოუშვეს ხალხო.
მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვუყურებდი და მერე ჩავედი დაბლა. გვიან მივხვდი რა ხდებოდა. არადა ჩემი ძმა არ არის ჩხუბის თავი. მანქანის კარი მიიხურა და გამოუღეს, ხელი მოკიდეს და გადმოიყვანეს, შეიყვანეს ბნელ ადგილას და იქ ჩასვეს სხვა მანქანაში”, -წერს ნინი ქემაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები – მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას – ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას