“არსებობს ისეთი შხამები, რომლებიც უკვალოდ იშლებიან.” რაზე მიანიშნებს ექიმი ანდრეი პროკოფიევი?

47 წლის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი , რომელიც რუსეთში 4 წლის წინ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერებით მოწამვლას გადაურჩა, 16 თებერვალს იამალის ნახევარკუნძულის სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში, პროსახელისუფლებო რუსული მედიის ცნობით, თრომბის მოწყვეტის გამო მოკვდა.
სამედიცინო გაკვეთის გარეშე თრომბის მოწყვეტაზე საუბარი არადამაჯერებლად მიაჩნია ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ანდრეი პროკოფიევს, რომელიც აცხადებს, რომ ნავალნის სიკვდილის გარემოება დასავლეთის სასამართლო-სამედიცინო ცენტრმა უნდა დაადგინოს.

„მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ეს შანსი არ არის ასპროცენტიანი, რადგან არსებობს ისეთი შხამები, რომლებიც უკვალოდ იშლებიან. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ფოსფორორგანული შენაერთებით მოწამვლის ყველა ნიშანი აშკარა იყო, მაშინაც კი რაფაელოს და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენნაირი ფანტასტიკური ვერსია არ იქნა წამოყენებული“, – აღნიშნა ანდრეი პროკოფიევმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში.
ფოსფორორგანული ნივთიერებით მოწამვლა ანდრეი პროკოფოევს შემთხვევით არ უხსენებია.
ფოსფორორგანული ნივთიერებების კვალი, დამახასიათებელია რუსული წარმოების მომწამლავი „ნოვიჩოკისთვის“, რომლითაც რუსეთში, 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს ალექსეი ნავალნი.

ფოსფორორგანული ნივთიერებების კვალი, ბულგარელი ბიზნესმენის, ემელიან გებრევის ორგანიზმშიც აღმოჩნდა.

2020 წლის დასაწყისში ბულგარეთის პროკურატურამ ემელიან გებრევზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენა ს სამ მოქალაქეს. თავად ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ინტერესს წარმოადგენდა მისი კომპანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვის გამო.

ემელიან გებრევმა, რომელიც იარაღით ვაჭრობს, 2015 წლის აპრილში, სოფიაში, საზეიმო მიღების დროს გონი დაკარგა. დაახლოებით იმავე დროს ცუდად გახდნენ მისი ვაჟი და გებრევის კომპანიის თანამშრომელი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მოწამვლის ნიშნებით.

გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი Bellingcat-ი და გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი, რომლებიც ერთობლივ გამოძიებას ატარებენ, 4 წლის წინ მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა ჰგავდა ბულგარელი ბიზნესმენის, ემელიან გებრევის მოწამვლას.

Der Spiegel-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ბერლინის კლინიკა „შარიტემ“, სადაც ნავალნი იმყოფება, ბულგარეთს სთხოვა მასალები ბიზნესმენ ემელიან გებრევის მოწამვლის შესახებ. გამოცემის თანახმად, ის ფაქტი, რომ გერმანელი ექიმები ბულგარელ კოლეგებს დაუკავშირდნენ, ცხადყოფს, რომ „შარიტე“ შესაძლებლად მიიჩნევდა ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე, ან ძალიან მსგავსი ნივთიერების გამოყენებას.
2019 წელს Bellingcat-ია დაThe Insider-ის გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ორი წლით ადრე, რუსი მწერალი ბიკოვი რუსეთის უშიშროების სამსახურს შეეძლო ფოსფორორგანული ნაერთებით მოეწამლა რუსი მწერალი და კრემლის კრიტიკოსი დმიტრი ბიკოვი.

სიმპტომები, რომლებიც მას ჰქონდა საავადმყოფოში მოთავსებისას, გვაგონებს ფოსფორორგანული ნაერთებით მოწამვლის სიმპტომებს, წერდნენ სამი წლის წინ გამომძიებლები. ამ ჯგუფის ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს მოგვიანებით ნავალნი.

როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, ბიკოვზე თვალთვალი დაიწყეს მის მოწამვლამდე ერთი წლით ადრე მაინც. მასში მონაწილეობდნენ ФСБ-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტის, ასევე საკონსტიტუციო წყობილების დაცვის სამსახურის ქვეგანყოფილების სავარაუდო თანამშრომლები. კერძოდ, Bellingcat-ისა და The Insider-ის თანახმად, ესენი იყვნენ ვლადიმირ პანიაევი და ვლადიმირ სუხაროვი, რომელიც ნიკოლაი გოროხოვის პასპორტით სარგებლობდა. მათი გადაადგილება ქვეყანაში ემთხვეოდა მწერლის მოგზაურობას რეგიონში.
2020 წლის დასაწყისში ბულგარეთის პროკურატურამ ემელიან გებრევზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენა რუსეთის სამ მოქალაქეს. თავად ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ინტერესს წარმოადგენდა მისი კომპანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვის გამო.
· ალექსეი ნავალნი მოწამლეს 2020 წლის 20 აგვისტოს. პოლიტიკოსმა თავი ცუდად იგრძნო ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავის ბორტზე. მან დაახლოებით სამი კვირა კომაში გაატარა. გერმანიაში, სადაც სამკურნალოდ გადაიყვანეს, ორგანიზმში მას „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოუჩინეს. Bellingcat-ის ჯგუფის, ასევე ჟურნალისტური გამოძიების სხვა წყაროების თანახმად, რუსეთის უშიშროების სამსახურის, “ეფესბეს”, ოფიცერთა ჯგუფი მონაწილეობდა მოწამვლაში. იმავეს ამტკიცებდა ნავალნი.
· Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ „ეფესბეს“ ე.წ. მომწამვლელთა გუნდი მონაწილეობდა პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზაზე, მწერალ დიმიტრი ბიკოვზე (ისინი გადარჩნენ მკურნალობის შემდეგ) და პოლიტიკოს ნიკიტა ისაევზე (ის გარდაიცვალა) განხორციელებულ თავდასხმაში. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ გახმაურებული მოწამვლის საქმეებში სპეცსამსახურების მონაწილეობას, მაგრამ სიმართლის დასადგენად რუსეთში სისხლის სამართლის არცერთი საქმე აღძრულა.
· he Insider-ის ცნობით 2022 წლის ბოლოს თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გენერალი ედუარდ ჩერნოვოლეცი, რომელიც იმ გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, სადაც შხამების შექმნაზე მუშაობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ