არმია „ჰამასის“ განადგურების გადაწყვეტილებას არ ცვლის – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ უარყო საერთაშორისო მოწოდებები ღაზაში ომის დამთავრებისკენ. ეს ვერ თანხმდება მიზანთან, ნეთანიაჰუს სიტყვებით, განადგურებულ იქნეს „ჰამასი,“ რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული.
კაბინეტის სხდომაზე ნეთანიაჰუმ თქვა ასევე, რომ ამის შესახებ აცნობა საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მთავრობებს.
კატარი, რომელიც ადრეც იყო შუამავალი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გარშემო, კვლავ ცდილობს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს მხარეები. კატარის პრემიერმინისტრმა, ალ-ტანიმ დოჰაში განაცხადა, რომ პარტნიორებთან ზავის გარშემო მოლაპარაკება გრძელდება. საქმე ეხება ისრაელელი მძევლების განთავისუფლებას და ომის დასრულებას. თუმცა, კონფლიქტის ორი მხრიდან ომის დასრულებისთვის ერთნაირი მზადყოფნა არ ჩანს, თქვა მან.
ისრაელის არმია განაგრძობს „ჰამასის“ წინააღმდეგ იერიშს ღაზის სექტორის სამხრეთში. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, მოხდა არაერთი თავდასხმა რეგიონზე. ისრაელის არმიის თანახმად, მან დარტყმა მიაყენა 250 სამიზნეს ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან. „ჰამასის“ მონაცემებით, ბრძოლა უპირატესად მიმდინარეობს ქალაქ ხან იუნისის რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: უსამშობლოების სამარცხვინო ვაი-ვიში გამოგონილ რეპრესიებზე, არავის აინტერესებს, როცა კანონი უზენაესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. დააშავე? აგე პასუხი! ჟურნალისტობა თუ პოლიტიკოსობა ე.წ. ინდულგენცია არაა კრიმინალობისთვის

ინგა ჩახვაშვილი: 15 წუთის გამო ჩამოიყვანეს მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ ბათუმში, რომ განაჩენი, რომელიც გუშინწინაც, იმის წინაც და საერთოდაც “სისხლით დაგიჭერ” სიტყვებამდე იყო დაწერილი, გაეხმოვანებინა უსამართლო მოსამართლე სახელაშვილს