არმაზ ახვლედიანი – კითხვები მაქვს სალომე ზურაბიშვილის გარემოცვასთან, მრჩევლებთან დაკავშირებით: რატომაა გადაწყვეტილებებში დაგვიანება, გაუცხოება – ვერც მეხუთე პრეზიდენტმა და ვერც ოპოზიციამ ვერ დაამტკიცეს, რომ ალტერნატივა აქ არის

კითხვის ნიშნები მაქვს იმ გარემოცვასთან, მრჩევლებთან დაკავშირებით, ვინც ს ირგვლივ არიან: რატომ ხდება გადაწყვეტილებების ასე მიღება, რატომაა ასეთი დაგვიანება, გაუცხოება და ა.შ. – მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერც მეხუთე პრეზიდენტმა და ვერც დღევანდელმა ოპოზიციამ პოსტ საარჩევნო პერიოდში ვერ დაამტკიცეს, რომ ალტერნატივა აქ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას კოორდინაციის გაძლიერებაც შეუძლია და საგარეო მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაც, მაგრამ ოპოზიციას მთავარი საქმე, შიდა პოლიტიკურ ფრონტზე აქვს გასაკეთებელი.
„ოპოზიციას შეუძლია კოორდინაციის გაძლიერება დღეს, ხვალ კი საგარეო მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ეს საქმეს ვერ უშველის, იმიტომ, რომ მთავარი საკეთებელი მას აქვს აქ, საშინაო პოლიტიკურ ფრონტზე. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკურ ფრონტს, იმდენად არსებითი პრობლემებია ოპოზიციის შიგნით, რომ ჯერ ეს პრობლემები უნდა გავიაზროთ, რომ მოვაგვაროთ. ქვეყანაშია გადასადგმელი ნაბიჯები, მაგრამ ვერცერთი მიმართულებით ვერ გადადგამ ნაბიჯს, თუ ჯერ ნაბიჯს არ გადადგამ გუნდში, შენში. შენ თვითონ უნდა გაჯანსაღდე, წამოდგე ფეხზე, ნდობით აღიჭურვო, რომ მერე სხვას ესაუბრო. რაც დრო გადის, მით უფრო მწვავე ხდება პრობლემა და მით უფრო მცირეა რესურსი, რომ ამ ოპოზიციის ამარა შეძლოს ქვეყანამ ჩიხიდან გამოსვლა. დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიციური პარტიების არსებითი განახლება არ მოხდება, მეორე მხრივ კი ვერ მოხერხდა ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე ახალი პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის დაფუძნება, ისეთის, რომელიც შეძლებს ამ პროცესს შთაბეროს სრულიად ახალი, განახლების ენერგია, იმედის და ნდობის მომპოვებელი იყოს, გამარჯვებაზე ორიენტირებული იყოს და არსებულ განახლებულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეძლოს საბოლოო მიზნამდე მიღწევა, მე სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავ გამოსავალს. რაც არ უნდა ვიაროთ დასავლეთში, რამდენად წარმატებულიც არ უნდა იყოს კოორდინაცია, თუ საფუძველი არაა სათანადოდ მყარი, რამდენი სართულიც არ უნდა დააშენო, ვიცით, რა შედეგსაც მივიღებთ.
ძველზე და ახალზე [პოლიტიკოსებზე] არ ვსაუბრობ. ძველი შეიძლება იყოს საუკეთესო, ახალი – ყველაზე უფრო ცუდი. საუბარია იმაზე, ძველი სწორია თუ არა და ახალი არის თუ არა სწორი. სწორი ნიშნავს ამას – პირველი: არის თუ არა სათანადო ნდობით აღჭურვილი. ნდობა მოიპოვება არა ვინმეს მოქრთამვით ან ვერტმფრენიდან ფულის ტომრების ჩამოყრით, არამედ მოიპოვება იმით, რომ ხალხთან ხარ მართალი. როდესაც მართალი არ ხარ, ამას აღიარებ და ცდილობ, რაც არ გამოგივიდა, მეორედ გამოგივიდეს სწორად, ან თუ არ გამოგდის, სხვას დაუთმო გზა. ეს პრობლემა ვერ გადალახა ჯერჯერობით ოპოზიციამ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ „დრო საკმაოდ გაუშვა ხელიდან“.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გარკვეული ინერციაა. მივესალმები გამოცოცხლებას საგარეო ფლანგზე, მაგრამ ეს საკმარისი არაა. რა შეეძლო [სალომე ზურაბიშვილს] რომ გაეკეთებინა – უნდა გაერკვია ზუსტად, რა იყო იმ პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი საჭიროება: ვისთან კონტაქტი, რა ტიპის პოზიციონირება. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ დრო საკმაოდ გავუშვით ხელიდან. ოპოზიცია იყო ცალკე, მეხუთე პრეზიდენტი ცალკე. მეორე მხრივ საზოგადოებასთან კონტაქტი იკარგებოდა ყოველ ჯერზე. მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ ვერც მეხუთე პრეზიდენტმა და ვერც დღევანდელმა ოპოზიციამ პოსტ საარჩევნო პერიოდში ვერ აჩვენეს და მით უმეტეს, ვერ დაამტკიცეს, რომ ალტერნატივა აქ არის“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
გარდა ამისა, ახვლედიანმა ისაუბრა „MEGOBARI აქტის“ შესახებ და გამოთქვა მოლოდინი, რომ ამ დოკუმენტს პრეზიდენტ ს ხელმოწერა ექნება.
„ჩემთვის ცხადია, რომ ტრამპის უახლოესი გარემოცვის ის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს თემაზე მუშაობენ და უკიდურესად კრიტიკულად არიან განწყობილი ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის მიმართ და მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, იმდენად ბლომად არიან შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტაში, მეორე მხრივ კი იმდენად გავლენიანები არიან, რომ პრეზიდენტ ტრამპს უკვე აქვს მყარი წარმოდგენა, რა ხდება საქართველოში და რა ორბიტაზეა ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი. შესაბამისად, ეს მათქმევინებს, რომ უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ტრამპის საბოლოო დასტურს ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ „ოცნების“ პოლიციურმა რეჟიმმა გადაკვეთა ის წითელი ხაზები, რაც -ის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგია. ეს არის ღია ურთიერთობები ისეთ რეჟიმებთან, რომელთა მიმართ ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია მიუხედავად იმისა, რომელი პარტიაა მმართველობაში“, – განაცხადა ახვლედიანმა.
რაც შეეხება „MEGOBARI აქტის“ ავტორების, მათ შორის სენატორ ჯიმ რიშის მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკას, ახვლედიანი ამბობს, რომ სხვის კრიტიკამდე მათ იმაზე უნდა იფიქრონ, „რა წუმპეში ამყოფებენ საქართველოს“.
„ვიდრე მდინარაძე, და ამ სამარცხვინო გუნდის სხვა წარმომადგენლები ისაუბრებენ აშშ-ზე, მიუთითებენ სენატორ რიშს ან ვინმე სხვას, რას და ვის გაემიჯნოს, უმჯობესი იქნება დაფიქრდნენ, რა წუმპეში ამყოფებენ საქართველოს საკუთარი უკანონო, უსამართლო, არალეგიტიმური, ანტიჰუმანური და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან სრულად შეუსაბამობაში მყოფი პოლიციური რეჟიმის გამო, ჯერ ამაზე მართებთ დაფიქრება, ვიდრე ვინმეს რამეზე მიუთითებენ, მით უფრო, შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტის ისეთ გამორჩეულ ფიგურას და საქართველოს ისეთ მეგობარს, როგორიც რიშია ან ვინმე სხვა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა