არმაზ ახვლედიანი ალექსეი ნავალნიზე – თანამედროვე სამყაროს ყველაზე პირსისხლიანმა ჯალათმა, პუტინმა მოკლა სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის გმირული, გაუტეხელი ბრძოლის მსოფლიო სიმბოლო

ყოველთვის დარჩება სანუკვარი სამოქალაქო სინდისისა და გამბედაობის ჩაუქრობელ სანთლად, აღვირახსნილ ტოტალიტარიზმთან უკომპრომისო ბრძოლის ყველაზე დიდებულ მაგალითად,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სამყარო უნდა დაირაზმოს მკვლელი რეჟიმის დასამარცხებლად.
„თანამედროვე სამყაროს ყველაზე პირსისხლიანმა ჯალათმა, პუტინმა მოკლა სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის გმირული, გაუტეხელი ბრძოლის მსოფლიო სიმბოლო. ალექსეი ნავალნი ყოველთვის დარჩება სანუკვარი სამოქალაქო სინდისისა და გამბედაობის ჩაუქრობელ სანთლად, აღვირახსნილ ტოტალიტარიზმთან უკომპრომისო ბრძოლის ყველაზე დიდებულ მაგალითად!
გასულ პარასკევს, ში, ერთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე მიმიწვიეს სამოქალაქო გამბედაობაზე სასაუბროდ. ჩემი მოხსენება სწორედ ალექსეი ნავალნის მივუძღვენი და ვთქვი, რომ ის, პატიმრობის სასტიკი პირობების მიუხედავად, სამყაროს ყველაზე დიდი მოქალაქე და სამართლიანობისათვის ბრძოლის აღმაფრთოვანებელი სიმბოლოა!
სამყარო უნდა დაირაზმოს მკვლელი რეჟიმის დასამარცხებლად!
პუტინმა ნავალნის მკვლელობით განიზრახა რეჟიმის შეცვლის დარჩენილი, მცირე, ბოლო იმედის მოკვლა, თუმცა გონებადაბინდულმა დიქტატორმა ვერ გათვალა მთავარი – ეს იმედი და სამართლიანობისთვის ბრძოლის ჟინი ალექსეი ნავალნის მკვლელობით მხოლოდ გაასმაგდა! ამ ბრძოლაში თავზეხელაღებული რეჟიმები და მათი სატელიტები განწირული არიან მარცხისთვის!
ალექსეი ნავალნის ცხოვრებამ, თავდადებამ, ტანჯვამ და წამებით აღსასრულმა უნდა გაგვაერთიანოს მილიონობით მოქალაქე მისი გაუხუნარი იდეალებისთვის უკომპრომისო ბრძოლაში ღირსეული გამარჯვებისთვის“,- წერს ახვლედიანი.

ასევე დაგაინტერესებთ