„არის საფრთხე, რომ რაღაც მსგავსი მოხდეს 2024 წელს“ – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
„2020–ში რომ 5%–იანი ბარიერი ყოფილიყო მანდატების გადანაწილების არსებული წესით 96 მანდატი შეხვდებოდა ოცნებას, 54 ნაციონალურ მოძრაობას. სხვა არავისი ჭაჭანება პარლამენტში არ იქნებოდა. არის საფრთხე, რომ რაღაც მსგავსი მოხდეს 2024 წელს, თუ რეალობას არ გავითვალისწინებთ და ჭკუით არ მოვიქცევით. 2020–ში ფაქტიურად ხმების 24.5% მოხვდა 5%–ის ქვევით. ძალიან ბევრი იყო წვრილმანი პროცენტებით დაკარგული ხმები. მე არ ვემხრობი პანიკას 5%–იან ბარიერთან დაკავშირებით, მაგრამ ვემხრობი რაციონალურ მიდგომას როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე ამომრჩევლის მხრიდან. პირველ რიგში იმას, რომ ანგლობა და ექსპერიმენტები, ოგბუნუჯუები და იუმორები უნდა დავივიწყოთ. ყველა ეგეთი ხმა ქოცისთვის მიცემული ხმაა. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მოახერხონ როგორმე მზარდამჭერების გაზრდა და შეძლებისდაგვარად გამსხვილება, თუმცა აჯაფსანდლებს არ ვგულისხმობ.“