არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოება, ყველა ერთად არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, ისინი უმეტეს შემთხვევაში ერთად მონაწილეობდნენ დანაშაულებში 2012 წლამდე

არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოება, ყველა ერთად არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, ისინი უმეტეს შემთხვევაში ერთად მონაწილეობდნენ დანაშაულებში 2012 წლამდე
ყველაფერი ხელის გულზე დევს ქართული საზოგადოებისთვის, ყველა ხედავს, რომ არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურად, არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ პირობითია განსხვავებაა ამ ოთხ ძირითად პარტიას შორის, რომელზეც მიდის საუბარი, მათ შორის, იმ ორ მთავარ პარტიას შორის, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის რესურსი.
„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყოველთვის აჩვენებდნენ საკუთარ სახეს. ახლაც ყველაფერი ხელის გულზე დევს ქართული საზოგადოებისთვის. ყველა ხედავს, რომ არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურად, არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოება. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა – მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი, შესაბამისად, ყველაფერი იქიდან იმართება. მხოლოდ პირობითია განსხვავება ამ ოთხ ძირითად პარტიას შორის, რომელზეც მიდის საუბარი, მათ შორის, იმ ორ მთავარ პარტიას შორის, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის რესურსი. ეს არის „ნაცმოძრაობა“ და გვარამიას პარტია. პირობითია ზღვარი მათ შორის. ყველა ერთად არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, ისინი უმეტეს შემთხვევაში ერთად მონაწილეობდნენ დანაშაულებში 2012 წლამდე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ან როცა იყვნენ ასოცირებულები ხელისუფლებასთან, როგორც ეს იყო მაგალითად ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ჩართული იყო პირდაპირ ბიზნესის რეკეტის საქმეებში, როგორიც იყო „კონსტანტას“ საქმე, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმე, „მაგნატის“ საქმე და ა.შ. რაც შეეხება მეოთხე პარტიას, რომელსაც უკვე არავითარი რესურსი არ აქვს ბარიერის გადალახვის, ეს არის გახარიას პარტია, მათ ოთხ მუნიციპალიტეტში აქვთ უკვე შექმნილი შემდგარი კოალიცია. გარდა ამისა, მათ ხელი აქვთ მოწერილი ერთობლივ ე.წ ქარტიაზე, რომლის მიხედვითაც ისინი ერთიანი დღის წესრიგით გამოვლენ გამარჯვების შემთხვევაში, უკვე საპარლამენტო ს შემდეგ. ანუ, აქ აბსოლუტურად გაშიფრულია ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო