“არის ეს იარაღი, პოლიციელო?” – ფორმიანები ცეცხლსასროლი იარაღით და პასუხის გაცემის უფლების გარეშე – ვიდეოა

ტვ პირველის ცნობით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე, სადაც ხალხი “ქართული ოცნების” უდიპლომო პრეზიდენტის დანიშვნას აპროტესტებს, გომელაურის უწყების თანამშრომლები ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდნენ.
სამთავრობო კვარტალი ამ დრომდე ნიღბიანი ძალოვნების ალყაშია მოქცეული. პარლამენტის ტერიტორიას გომელაურის უწყების თანამშრომლები ამაგრებენ, თავისუფლების მოედანზე ნიღბიანები ავტობუსებში ჰყავთ მობილიზებული. გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანებიც.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვას, რატომ არღვევენ კანონს და რატომ არიან გამოსულნი ცეცხლსასროლი იარაღით საპროტესტო აქციაზე, ჯერ პასუხობენ, რომ პრესცენტრს მიმართონ, შემდეგ კი ამბობენ, რომ არავის აქვს იარაღი.
http://

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში

კახა კალაძე Eagle Hills-ზე – ეს კომპანია მარტო საქართველოში კი არ არის შემოსული, ალბათ, სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს ინვესტიციებს და რატომ უნდა იყოს საჯარო სხვა ქვეყნისთვის, რა პირობებით არის საქართველოში შემოსული