არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში იჭიდავებს, მან ნახევარფინალში კორეელს მიონგ კიმს სძლია, მეოთხედფინალში გურამმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი ლოკაუტი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, იქამდე ქართველმა დამატებით დროში იპონით გერმანელი კონე დაამარცხა.
გურამი ფინალში რუსი ინალ ტასოვს დაუპირისპირდება.
+78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი მერვედფინალში დამარცხდა.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში – მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
რევანშის შანსი – სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა – ჯაბნიაშვილმა და დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს [VIDEO]
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში – მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა – თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თუშიშვილი ტატამს უბრუნდება – ავსტრიის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია